,,ნაცმოძრაობა" ცესკოსგან, ამომრჩეველთა სიაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით, განმარტების გაკეთებას მოითხოვს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ გაუტარებია ღონისძიებები, რათა ამომრჩეველთა სიაში დაფიქსირებული ხარვეზები შეესწორებინა.
,,ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ გაუტარებია ღონისძიებები, რათა ამომრჩეველთა სიაში 15 ივნისის ადგილობრივ დაფიქსირებული ხარვეზები შეესწორებინა. იმის მიუხედავად, რომ ათეულობით ასეთი პრობლემის შესახებ არჩევნების დღესვე ეცნობა უწყებათაშორის კომისიას, პირები, რომლებმაც ვერ ისარგებლეს თავიანთი ხმის უფლებით, კვლავ არ არიან ამომრჩეველთა სიაში.ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ამომრჩეველთა სიის პრობლემა თბილისში. არჩევნების "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცხელ ხაზზე თბილისიდან ასეულობით ზარი დაფიქსირდა. ანალოგიური პრობლემა ბევრ საარჩევნო ოლქში გამოვლინდა.მივმართავთ ცენტრალურ საარჩევენო კომისიას, გააკეთოს შესაბამისი განმარტება, რატომ ვერ მოხერხდა დღემდე გამოვლენილი პრობლემის მოგვარება და როგორ შეძლებს უამრავი ადამიანი, ისარგებლოს თავისი ფუნდამენტური უფლებით, ხმა მისცეს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში მერობისთვის თუ გამგებლობისთვის მისთვის სასურველ კანდიდატს", _განაცხადა ჭიაბარეაშვილმა.