რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო აცხადებს, რომ უკრაინაში „ომის პარტიამ" გაიმარჯვა, მეტიც, ბოლო მოვლენები ცხადჰყოფს, რომ კიევის ხელისუფლება არც არასოდეს გეგმავდა საბრძოლო მოქმედების შეწყვეტასა და აღმოსავლეთთან დიალოგის დაწყებას.
„დღეს უკვე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა იმის შესახებ, რომ უკრაინაში „ომის პარტიამ" გაიმარჯვა. თვენ იცით, რამდენი ძალისხმევბა ჩადო რუსეთმა და ევროპის ქვეყნებმა იმაში, რომ დაერწმუნებინათ კიევის ახლანდელი ხელმძღვანელობა, რომ მშვიდობისა და თანხმობის მიღწევა ომის გზით შეუძლებელია",_ განაცხადა მატვიენკომ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა:
„სამწუხაროდ, კიევის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ერთგვარ „მაგარ ბიჭებად" მოეჩვენებინათ თავები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ ფასად, სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად გადაჭრან ეკონომიკური კრიზისი",_ განაცხადა მან.