სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, რომ აერონავიგაციული მომსახურება ყირიმის თავზე კვ;ავინდებურად უკრაინის ხელში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
რუსულმა მედიამ მციდე ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყირიმის თავზე და ტერიტორიულ წყლებში მომსახურების უფლებამოსილება შესაძლებელია რუსეთს გადაეცეს. რუსი სპეციალისტები მოითხოვენ, რომ ყირიმის სივრცის ირგვლივ არსებული სიტუაცია რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყდეს.
„პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია. პოლიტიკოსები განზე იქნებიან აი დისპეჩერებს კი გაასამართლებენ. ახლა შავ ზღვაში მძლავრი სამხედრო სწავლებები მიმდინარეობს. მათ ნატო და რუსეთის ფედერაცია ატარებს, მაგრამ შავი ზღვის აკვატორიის ნაწილს „უკრაიერორუხ"-ი ხელმძღვანელობს, ნაწილს კი „კრიმაერონავიგაცია". ვერტმფრენები ფრენენ, შეთანხმება კი არ არის, არც კოორდინაციაა. არ არის საჭირო ადამიანების სიცოცხლით თამაში",_ აცხადებს უსაფრთხო ფრენების მმართველობის ფონდის წევრი ვალერი შელკოვნიკოვი.
ამავე დროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მისი პოზიცია უცვლელია.
„სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პოლიზია არ შეცვლილა და კვლავინდებურად გაეროს პოზიცია ასახავს. კერძოდ - არ აღიარებს არავითარ ცვლილებას ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსში",_ ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ევროპული აერონავიგაციური გეგმის შესაბამისად სიმფეროპოლის მთელი საფრენი ინფორმაციის რაიონის, მათ შორის ღია ზღვაში მომსახურება უკრაინის მიერ ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები