უკრაინა ზიანდება თავისი ბლოკისგარეშე სტატუსით, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ნატოს წევრობის შესახებ ჯერ ადრეა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჩალიიმ გააკეთა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაოებს, ჩვენ არ გვაქვს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა, არ გვაქვს არავითარი ახალი მექანიზმი და ჩვენ ვაკუუმში ვართ",_ განაცხადა მან და აღნიშნა: „ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ვისაუბროთ ფაქტორებზე, რომლებიც ყოფს საზოგადოებას. ნატოსთან მიერთების საკითხი მაინც ჯერ კიდევ ყოფს საზოგადოებას".
ჩალიი დარწმუნებულია, რომ „ამ სტრუქტურის წევრობა შესაძლებელი იქნება მთელი უკრაინის თანხმობის შემდეგ".
„დღეს ამ უმძლევრაეს ორგანიზაცისთან ჩვენი ურთიერთობა, რომელიც ევროპაში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენ იმ მიმარულებით ვიმოძრაოთ, რომელი მიმართულებაც ჩვენს ძირითად დოკუმენტებშია მითითებული", _ განაცხადა ჩალიიმ.