Boeing-მა აშშ-ს კოსმოსურ სააგენტო NASA-სთან 2 მლრდ დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა, რომელიც გიგანტური რაკეტის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული რაკეტით კი შემდგომ „წითელ პლანეტაზე" გამგზავრება და გადაადგილება იქნება შესაძლებელი.
117 მეტრიანი რაკეტა, სახელწოდებით SLS-ი კოსმოსისკენ სტარტს 2017 წლიდან აიღებს და მას 143 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეეძლება. სამომავლოდ რაკეტა შესაძლოა მზის სისტემის სხვა პლანეტისკენ გადაადგილებისთვის გამოიყენონ.