ხვალ, 9 ივლისს საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადეგნლი ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ნატო-ს უელსის სამიტისთვის მოსაზადებებლი სამუშაოების განხორცილებაა.
ვიზიტის ფარგლებში აპატურაი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადეგნლი საქართველოს 10 ივლისს დატოვებს.