ივნისში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 9.4%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 45 802 ერთეული შეადგინა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2014 წლის ივნისი 2010-2013 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესი ზრდით გამოირჩეოდა: 2010 წლის ივნისთან (33 820 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 35.4%-ით, 2011 წლის ივნისთან (42 318 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 8.2%-ით, 2012 წლის ივნისთან (47 407 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 3.4%-ით და 2013 წლის ივნისთან (41 881 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 9.4%-ით.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 12.2%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (11.8%-ით), ისე მეორადი (12.2%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2013 წლის ივნისის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010 =100) დაფიქსირდა 1.089 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.995). აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (7.2%-ით), ისე მეორადი (9.9%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2013 წლის ივნისის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 8 656, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 37 146 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.782 და 1.198 დონეებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლისიმავე თვესთან შედარებით შემცირდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ივნისში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 81.1%-ს მეორადი, ხოლო 18.9%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2013 წლის ივნისში კი - შესაბამისად 80.7% და 19.3%).