ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელი ეკა ბესელია აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას შესაძლოა საკუთარი პარტიით დაუბრუნდეს.
"არ გამოვრიცხავ ამ ფორმით ჩემს პოლიტიკაში უფრო აქტიურად ჩართვას", - განაცხადა ბესელიამ დღეს, "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მისივე განმარტებით, მისი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება ადგილობრივი თვითმმართველობის შემდეგაა მოსალოდნელი, მით უმეტეს მაშინ, თუ არჩევნები გაყალბდება.
გარდა ამისა, ბესელიამ ისიც აღნიშნა, რომ მის ყოფილ თანაგუნდელ ირაკლი ოქრუაშვილთან თანამშრომლობის შესაძლებლობას ვერ ხედავს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა "ერთიან საქართველოში" დარჩებოდა და პარტიის ლიდერთან ურთიერთობის ახალ ფორმატს მოიფიქრებდა.
მასალის გამოყენების პირობები