რუსეთის პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მოლდოვის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის გამო რუსეთის ფედერაციის ბაზრის დაცვის ზომების მიღება მოითხოვა. მისივე თქმით, იგივე ეხება საქართველოსა და უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციასაც.
მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მიიღებს ზომებს თავისი ბაზრის დასაცავად საქართველოსა და უკრაინის ასოცირების ხელშეკრულების გამო ევროკავშირთან.
„მოლდოვის პარლამენტის მიერ ამ დოკუმენტის რატიფიკაციის გამო რუსეთი უმოკლეს ვადაში ზომებს მიიღებს.
დროის ფაქტორის გათვალისწინებითა და ამ დოკუმენტის რატიფიკაციასთან დაკავშირებით მოლდოვის პარლამენტის მიერ ჩვენ ზომები უმოკლეს ვადაში უნდა მივიღოთ",_ განაცხადა მედვედევმა.
მისივე თქმით, ამგვარი ზომების მიღების მექანიზმი საბაჟო კავშირისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმატიული აქტებით არის გათვალისწინებული.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთს აქვს თავისი ბაზრის დაცვის ზომები საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შემთხვევაში.
„ზომათა მოცულობა იქნება მსგავსი იმ ზომებისა, რომლის მიღებასაც მოლდოვის მიმართ იგეგმებ",_ განცხადა მედვედევმა.