საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი ღარიბაშვილი ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოვთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.
"მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ედუარდ შევარდნაძის წვლილი თანამედროვე მსოფლიოში საქართველოს გეოპოლიტიკური როლის ჩამოყალიბებაში. ედუარდ შევარდნაძე იყო საერთაშორისო მნიშვნელობის პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ,,ცივი ომის" დასრულებასა და მსოფლიოს ახალი წესრიგის დამკვიდრებაში.
ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.