ჯანდაცვის სამინისტრო ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 27 წლის მშობიარის დაღუპვის ფაქტს სწავლობს. როგორც ჯანდაცვის მინსიტრმა დავით სერგეენკომ საკითხის კომენტირებისას განაცხადა უწყება მომხდარს დეტალურად შეისწავლის და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის.
,, მომხდარი ძალიან სამწუხარო და ტრაგედიაა. გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს ვუცხადებ. უშუალოდ ამ შემთხვევას რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტრო უკვე ჩართულია ამ შემთხვევის გამოძიებაში. ამ შემთხვევას დეტალურად გამოვიკვლევთ და შედეგებს საზოგადოებას გავაცნობთ", _განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის შორენა დევაძის ახლობლები ექიმების პასუხისმგებლობის საკითხს სვამენ. მშობიარე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ მიიყვანეს. ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. რამდენიმე საათში დედაც დაიღუპა.
გარდაცვლილის ახლობლები ექიმს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები