უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში განმარტეს, თუ როგორ აპირებენ დონეცკისა და ლუგანსკის ბოევიკებისაგან სრულ გაწმენდას. დონეცკისა და ლუგანსკის გათავისუფლების გეგმა ამ დასახლებული პუნქტების სრულ ბლოკირებას ითვალისწინებს იმისათვის რათა აიძულონ ბოევიკები იარაღი დაყარონ. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მიხაილ კოვალმა გააკეთა.
„ქალაქებს ნაციონალური გვარდიის ნაწილები ათავისუფლებენ. მოსაზღვრე რაიონებში კი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები. ჩვენი ნაწილების მერე მოდის მილიცია და სამოქალაქო პერსონალი, რომლებც თავის თავზე აიღებენ პასიხისმგებლობას რეგიონის გათავისუფლებაზე",_ განაცხადა კოვალმა და აღნიშნა, რომ დონბასის საოლქო ცენტრების გათავისუფლებას პრეზიდენტ პოროშენკოს სტრატეგიული გეგმა ითვალისწინებს.
„განხორციელებული იქნება სრული ბლოკადა, რომლის შედეგადაც ტერორისტები იძულებულნი იქნებიან იარაღი დაყარონ",_ განაცხადა კოვალმა.