ბათუმში 2-დღიანი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება ბიუჯეტს 250 ათასი ლარი დაუჯდება. როგორც მთავრობის №1137 განკარგულებაშია აღნუშნული, თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იქნება გამოყოფილი.
„ბათუმში მიმდინარე წლის 10-11 ივლისს დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა" მაღალ დონეზე ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოეყოს 250 000 ლარი", - ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
მასალის გამოყენების პირობები