დღეს, 7 ივლისს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "კამარა" გამართავს ნივთიერებაზე ყოფილ დამოკიდებულთა ნამუშევრების გამოფენას "მე დავბრუნდი".
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ნახატები, ინსტალაციები, ქანდაკებები, მცირე ხელნაკეთი ნივთები.
გამოფენა 15 ივლისამდე გაგრძელდება.
დასწრება თავისუფალია
მასალის გამოყენების პირობები