დღეს, 7 ივლისს პრაღაში ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრა გაიმართება. საქართველოს მხრიდან 2-3 კაციან ჯგუფს უხელმძღვანელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის დირექტორი.
,,7 ივლისს, ასევე პრაღაში, შედგება საინფორმაციო-საექსპერტო შეხვედრა სავაჭრო ურთიერთობის საკითხებზე, რომელზეც განხილული იქნება 2012 წლის ბოლოდან დღემდე ამ სფეროში გაწეული სამუშაოს შედეგები და საქართველო-რუსეთის სავაჭრო კავშირების სამომავლო პერსპექტივები, მათ შორის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების კონტექსტში"- განაცხადა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ასევე პრაღაში 9 ივლისს გაიმართება, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილე გრიგოლი კარასინ შეხვედრა.