უკრაინის არმიის მიერ სლავაინსკზე და კრემატორსკზე კონტროლის აღდგენის შემდეგ, სეპარატისტები უკან უხევენ. გავცელებული ინფორმაციის მიხედვით, სეპარატისტების ლიდერები უკან დახევას „ტაქტიკური მოსაზრებებით" ხსნიან.
უკრაინული მედია იტყობინება, რომ სეპარატისტები დონეცკის მიმართულებით მიემართებიან.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის არმიის მიერ სლავიანკზე და კრემატორსკზე კონტროლის აღდგენა გარდამტეხი გახდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ბრძოლაში.
მან ასევე აღნიშნა, რომ სრულ გამარჯვებამდე ჯერ კიდევ შორი გზაა.
„შორს ვარ ეიფორიისგან. ვითარება რთულია. ტერორისტები დიდ ქალაქებში აპირებენ გათქვეფას. წინ კიდევ არაერთი გამოცდა გველის", - განაცხადა პროშონკომ უკრაინელი ხალხისთვის მიმართვისას.
სეპარატისტებისგან გათავისუფლებულ ქალაქებში უკვე დაიწყო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები და დასახლებული პუნქტების მომარაგება კვების პროდუქტებით.
მასალის გამოყენების პირობები