შვებულებაში მყოფი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე მარგიშვილის მიერ, 5 ივლისს, საკუთარ facebook-ზე გამოთქმული პოზიცია გახლავთ მისი პირადი აზრი და არ გამოხატავს სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას.
კულტურის სამინისტრო ემსახურება კულტურას და არ არის მართმსაჯულების განმახორციელებელი უწყება.
ჩვენ ვაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც ქმედების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დამდგენი ინსტიტუცია არის დამოუკიდებელი სასამართლო.