5 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილის დანგრეულ სახლს მოინახულებს.
ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე რევაზ ინანიშვილი 1926 წლის 20 დეკემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში დაიბადა და ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები იქ გაატარა.
იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა საბავშვო გამომცემლობა „ნაკადულში", „ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილებაში და მწერალთა კავშირში, მდივნად.
1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ჟურნალ „დილას" რედაქტორი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. რევაზ ინანიშვილი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.