საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, ხელოვნების, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ქ. სეულში მოეწერა ხელი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ აფხაზავამ, ხოლო კორეის რესპუბლიკის მხრიდან - საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა, ჩო ტე-იულმა მოაწერა.
სიმბოლურია, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა სწორედ 4 ივლისს, როდესაც ქ. სეულში გაიხსნა კავკასიის კულტურის ფესტივალი.
აღნიშნულ ფესტივალში საქართველოს მხრიდან ანსამბლი "რუსთავი" მონაწილეობს. ფესტივალის ფარგლებში, 4-6 ივლისს, ჩატარდება აგრეთვე ფოტოგამოფენა "Spectacular Georgia".
მასალის გამოყენების პირობები