2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ეთნოჯაზბენდი „ირიაოს" ნამუშევრების პირველი CD ალბომი გამოიცემა.
ალბომში ათი ახალი სიმღერა შევა. საგანგებოდ ახალი ალბომისთვის იქმნება სრულიად განსხვავებული და ორიგინალური ნაწარმოებები, რომელიც მდიდარ ქართულ ფოლკლორზეა დაფუძნებული.
პროექტი ეთნიკური მუსიკის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
გასულ წელს სამეფო უბნის თეატრში გაიმართა „ირიაოს" პირველი საპრეზენტაციო კონცერტი, რომლის მხარდამჭერი კვლავაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იყო.
ეთნოჯაზბენდის მუსიკალური ხელმძღანელი კომპოზიტორი დავით მალაზონიაა. „ირიაოს'' მიერ შესრულებული ყველა კომპოზიცია საავტოროა და ხალხური მუსიკისა და ელექტრონული ჯაზის სინთეზს წარმოადგენს.
ქართული ეთნოჯაზბენდი,,ირიაო" 2013 წლის გაზაფხულზე შეიქმნა. იდეა პროდიუსერ გელა იმნაძეს ეკუთვნის, რომელმაც სხვადასხვა ჯგუფებიდან პროფესიონალი მუსიკოსები მოიწვია.
პროექტი ინიცირებულია ბენდის პროდიუსერის გელა იმნაძის მიერ დაკულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება.