კრამატორსკიდან და სლავიანსკიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია მომდევნო კვირას იგეგმება. ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ასევე იგეგმება დონეცკისა და ლუგანსკის სხვა ქალაქებიდანაც. განცხადება ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკირიაკმა გააკეთა.
„ცხელი წერტილებიდან ორგანიზებული გამოყვანის პროცესი, ასევე ინფორმაციის მიღების უზრუნველყოფა, იმისათის რომ ადამიანმა შეძლოს და სხვა ოლქში მცირე ხნით ჩამოვიდეს და დარჩეს გლობალურად მომდევნო კვირაში იქნება ორგანიზებული",_ აცხადებს შკირიაკი.
მისივე თქმით, ამ პროცესს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური წარმართავს.
შკირიაკი ასევე აცხადებს, რომ უფრო კონკრეტულად დასახლებული პუნქტების ზუსტი დასახელება საიდანაც ხალხის გამოყვანა მასობრივად იგეგმება ორშაბათს იქნება ცნობილი, როდესაც ევაკუაციის სრული გეგმა გამოქვეყნდება.