,,ნაცმოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია კოალიცია ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას შეთავაზებას ეხმიანება და გამოთქვამს მზადყოფნას მიიღოს მონაწილეობა მისთვის სასურველ დებატების ფორმატში, თუნდაც ის გაიმართოს ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში.
,,მე ვარ თანახმა აბსოლუტურად დებატების ყველა ფორმატზე მით უფრო როცა ჩვენ დღეს ოთხი ტელევიზიისგან გვაქვს მოწვევა: ,,მაესტრო", ტელეკომპანია ,,იმედი", რუსთავი-2", ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი". Mმე გამოვთქვამ მზადყოფნას მივიღო მისთვის სასურველ დებატების ფორმატში მონაწილეობა, სადაც ის უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს, თუნდაც ეს იყოს ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში. თუმცა მნიშვნელოვანია რომ ტელეკომპანიებმა რომლისგანაც ჩვენ მივიღეთ მოწვევა თანხმობა განაცხადონ", _განაცხადა მელიამ.
კოალიცია ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ,,ნაცმოძრაობის" მერობის კანდიდატს ნიკა მელიას დებატების გამართვას საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით სთავაზობს და აღნიშნულის შესახებ მიმართვას ავრცელებს. თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას მისამართით გაგზავნილი მიმართვა ჟურნალისტებს კოალიცია ,,ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის პრესსპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა გააცნო.
,,ცესკო-ს მიერ არჩევნების მეორე ტურის 12 ივლისს დანიშვნამ პროცესები დააჩქარა და გარკვეული კორექტივები შეიტანა საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩვენო გეგმებში. საარჩევნო პოლიტიკურ ბრძოლაში დებატების ცივილიზებული ფორმების გამოყენება იმ ახალი პოლიტიკური კულტურის შემადგენელი ნაწილია, რომლისკენაც მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი უნდა ისწრაფოდეს. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისა და დიპლომატიური კორპუსის მიერ 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების მაღალ დონეზე შეფასების შემდეგ, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები მზად არიან ჩაერთონ ჩვენი ინიციატივის განხორციელებაში არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატების დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით. სწორედ საერთაშორისო მიუკერძოებელი ორგანიზაცია გაუწევს ორგანიზებას პოლიტიკურ დებატებს, რომელშიც, ჩვენი გამოწვევითა და კონკურენტი მხარის დასტურით, თბილისის მერობის კანდიდატები დავით ნარმანია და ნიკანორ მელია დაუპირისპირდებიან.დებატებში მონაწილეობას მიიღებს ყველა ნაციონალური მაუწყებელი, თითოეულ მათგანს მიეცემა საშუალება, გამოყოფილ დროში დაუსვას კითხვები ორივე კანდიდატს, მიიღოს მათგან ამომწურავი პასუხები და დებატები გადასცეს პირდაპირ ეთერში.გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებამდე ერთი კვირა რჩება, მოგმართავთ, დაგვიდასტუროთ ზემოაღნიშნული ფორმატით გამართულ დებატებში მონაწილეობის სურვილი და თანხმობა დროულად გვაცნობოთ წერილობით, რათა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაიწყოს დებატების მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოები", _განაცხადა გეგეჭკორმა.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება.
ნიკა მელია: გამოვთქვამ მზადყოფნას მივიღო ნარმანიას სასურველ დებატების ფორმატში მონაწილეობა, თუნდაც ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში