რუსეთი დონბასში ბოევიკების მხარდაჭერას აგრძელებს და თავის სამხედრო ტვირთებს ჰუმანიტარულ ტვირთად ასაღებს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ ანდრეი პარუბიიმ გააკეთა.
„ახლა როდესაც საზღვარზე კონტროლი გამკაცრდა, ბოევიკებისათვის იარარის მიწოდება ჰუმანიტარულ დახმარების ტვირთის ნიღბით ხდება",_ განაცხადა პარუბიიმ.
მისივე თქმით, როდესაც პუტინი ან სხვა ჩინოვნიკები საუბრობენ უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის აუცილებლობაზე ისინი მართლაც აგზავნიან უკრაინაში „ჰუმანიტარულ ტვირთს" და ეს არის საფარი იმისა, რომ „მათ უკრაინაში ახალი შეიარაღება, ბოევიკები და გრუ-ს ახალი სპეცნაწილები გადმოჰყავთ".