ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ბოევიკებისაგან უკვე გათავისუფლებულია 17 დასახლებული პუნქტი და ახლა უკრაინა აღმოსავლეთის 36 რაიონიდან 23 აკონტროლებს. 13 - დონეცკის ოლქში და 10 - ლუგანსკის ოლქში. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ ანდრეი პარუბიიმ გააკეთა.
„ძალიან ხშირად რუსული მედია ამბობს, რომ ბოევიკები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს აკონტროლებენ, ამიტომაც მე სწორი სტატისტუკის ახმოვანება გადავწყვიტე.
დღეის მდგომარეობით უკრაინის სახელმწიფო ორგანოები 36 რაიონიდან 23-ს აკონტროლებენ. კერძოდ, დონეცკის 18 რაიონიდან 13 და ლუგანსკის 18 რაიონიდან 10",_ განაცხადა პარუბიიმ.