საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განაცხადებით, ნატო-საქართველოს ურთიერთობები განსაკუთრებით დინამიურად ვითარდება და ქართული მხარე უელსის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ადეკვატურ ასახვას ელოდება.
,,სექტემბერში ჩვენ ველით ნატოს სამიტს უელსში და აქაც მინდა აღვნიშნო, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები განსაკუთრებით დინამიურად ვითარდება. Eეს გამოხატა გასული პერიოდის განმავლობაში მაღალი დონის ვიზიტებით როგორ ნატოდან-საქართველოში, ისე საქართველოდან-ნატოში. ჩვენ ველით უელსის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ადეკვატურ ასახვას. ადეკვატურ ასახვაში ვგულისხმობთ იმ პაკეტს რომელსაც თავად ნატო უპრეცედენტოს უწოდებს, რომელიც პოლიტიკურად, ინსტიტუციურად კიდევ უფრო დაახლოებს ქვეყანას ალიანსთან", _განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.