საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპარლამენტარების ვიზიტის მიზანს საქართველოში შექმნილი სიტუაციის, პოლიტიკური პროცესებისა და ქვეყნის საგარეო მიზნების გაცნობა წარმოადგენს.
"მაქსიმალურად ვეცადეთ, მათი ინტერესი დაგვეკმაყოფილებინა", - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს და აქვე განმარტა, რომ ევროპარლამენტის დელეგაციის წევრთა ვიზიტი საქართველო-ევროპარლამენტს შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია.
ევროპარლამენტის დელეგაციაში შედიან: ავსტრიის სოციალ-დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი ჰანეს სვობოდა, ჰოლანდიის დემოკრატიისა და სოლიდარობისთვის ევროპული ფორუმის ვიცე-თავმჯდომარე იან მარინუს ვიერსმა, ავსტრიის პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი პეტერ შიდერი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ლიბორ რუჩეკი და სამხრეთ კავკასიაში ევროპარლამენტის დელეგაციის ვიცე-თავმჯდომარე ზორან თალერი.
მასალის გამოყენების პირობები