საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ოდიშარია აცხადებს, რომ ეს დღე თითოეული ამერიკელისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
„დემოკრატიაზე და თავისუფლებაზე დაფუძნებული სახელმწიფო მსოფლიოში თავისუფლების გარანტია. 4 ივლისი ამავე დროს არის იმ პრინციპების იუბილეც, რომლებზეც დაფუძნებულია თქვენი ქვეყანა.. ეს გახლავთ სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისაკენ სწრაფვა. თუმცა ეს არა მხოლოდ ამერიკული, არამედ საყოველთაოდ აღიარებული ღირებულებებიცაა.
საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ თავისუფლებისა და საკუთარი მომავლის მიმართ. ჩვენ ვიცით ჭეშმარიტი თავისუფლების ფასი, ვაფასებთ თავისუფლებისათვის მებრძოლ ერებს. თითოეული ქართველისათვის კი ამერიკის შეერთებული შტატები არის თავისუფლებისა და დემოკრატიის საზომი.
საქართველოს კულტურის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა კულტურულ პროექტებში ამერიკის შეერთეებულ შტატებთან და ეს თანამშრომლობა ყოველდღიურად ღრმავდება.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ამერიკელ ერს მათ ეროვნულ დღესასწაულს"-, ამბობს გურამ ოდიშარია.