საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის გამართულ შეხვედრას "მნიშვნელოვნად" აფასებს.
"ანდრეს ფოგ რასმუსენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და ის, რომ ჩვენს ქვეყანას უფლება აქვს გახდეს ნატოს წევრი. ეს მნიშვნელოვანია", - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილისა და ანდრეს ფოგ რასმუსენს შორის გუშინ, ბრიუსელში გამართული შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრის დეტალებს, საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გარდა საუბარი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას და იმას შეეხო, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის ნატოში სწრაფი ინტეგრაციისთვის საქართველო-ნატოს კომისიის უკეთ გამოყენება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატოს გენერალურ მდივან ანდრეს ფოგ რასმუსენს გუშინ, ბრიუსელში შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები