შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში, 15 აგვისტოს GEORGIAN SUMMER FEST 2014 იწყება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორნმაციით, 3 დღიანი ფესტივალის ფარგლებში ორგანიზატორები სტუმრებს დაუვიწყარ მუსიკალურ შოუს შესთავაზებენ. პირველ დღეს, 80 იანი წლების მუსიკალური ჰიტები აჟღერდება ( Boney M (Maizie Williams), Sandra, Ottawan, Arabesque, Baccara, Eruption, Joy).
ფესტივალის მეორე დღე კი 90 იანი წლების მუსიკას დაეთმობა (Ace of base (Jenny Berggren), Dr. Alban, Demo (Саша Зверева), Virus!, Отпетые Мошенники, 2 Unlimited, Snap!! , Haddaway).
დასკვნით დღეს, 17 აგვისტოს სტუმრების წინაშე პოპულარული, თანამედროვე მუსიკის შემსრულები წარსდგებიან (Ola, Fly Project, Бьянка, Анри Джохадзе, Не Ангелы, Dan Balan) .
3 დღიანი ფესტივალი ბათუმში „საოცრებათა პარკში" გაიმართება. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით იმუშავებს საბავშვო ზონაც , სადაც მშობლებს შეეძლებათ ნებისმიერი ასაკის ბავშები პროფესიონალი ანიმატორების ზედამხედველობის ქვეშ დატოვონ. მოედანზე იქნება, ატრაქციონები, ბატუტები და სხვადასხვა ტიპის თამაშები. 6 წლამდე ბავშვების შესვლა უფასოა.
ბილეთების გაყიდვა ფილარმონიის სალაროში და bileti.ge-ზე უკვე დაწყებულია. სამ დღიანი ფესტივალის ბილეთის ფასი 100 დოლარია, ვიპ-ზონაში კი 250 დოლარი.
GEORGIAN SUMMER FEST 2014 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება.