დეპუტატი პაატა დავითაია პარალმენტის თავმჯდომარეს თხოვს პარლამენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ევროკავშირისადმი მიმართვა მოამზადოს. ამის შესახებ განცხადება პაატა დავითაიმა დღეს სესიაზე გააკეთა და როგორც მან აღნიშნა, რუსეთის სათათბირო იხილავს კანონს სახელმწიფო საზღვრების შესახებ, რომელიც პირველი მცდელობაა კანონის სახე მისცეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
ამასთან, პაატა დავითაია აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ამ კანონის მიღებით რუსეთი არღვევს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდბეულებას. "რუსეთს უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს ტერიტორიაზე არსბეული ბაზები. ახლა იღებს საზღვრების კონტროლის უფლებასაც. ეს ყველაფერი პირდაპირი დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთი ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდბულებებს არღვევს და საჭიროა ამას ევროკავშირის მხრიდანვე მოყვეს რეაგირება" - აცხადებს დავითაია და პარალმენტის ხელმძღვანელობას მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად პარალმენტის სახელით შემუშავდეს საგანგებო მიმართვა ევროკავშირისადმი.
პარლამენტის თავმდჯომარე დავით ბაქრაძეც იზიარებს დავითაიას მოთხოვნას და საგარეო საქმეთა კომიტეტს დაავალა მოამზადოს მიმართვის ტექსტი, რომელსაც პარალმენტი ევროკავშირს გაუგზავნის. ამასთან ბაქრაძის განმარტებით მიმართვის ტექსტში უნდა იქნას ასახული რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელებული საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტები. მათ შორის სამხედრო ბაზების დაკავების საკითხი, აეროპორტის აღდგენის საკითხი და ასევე საზღვრის გაკონტროლების უფლების აღების საკითხი.