აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა გარკვეულწილად დამოუკიდებლობის დეკლარირებას წარმოადგენს. ამის შესახებ, ნორლანდმა საელჩოში, ამერიკის შეერთებული შტაბების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა
„დღეს ჩვენ ვზეიმობთ ამერიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 238-ე წლისთავს. ასევე ეს იყო მნიშვნელოვანი კვირა, რადგან საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა, რომელიც გარკვეულწილად დამოუკიდებლობის დეკლარირებას წარმოადგენს", _განაცხადა ნორლანდმა.