საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ხელმძღვანელობს.
კომისიის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.
2 ივლისს გაიმართა კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც ქართული კინოს შემდგომ განვითარებაზე იმსჯელეს.
უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.