ჩრდილოეთ ოსეთში, მიმდინარე წლის აგვისტოში ახალი ფილმის გადაღება იწყება, რომლის გადაღების იდეა, ფილმის ავტორთა თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კომედიური ჟანრის ფილმში მთავარ როლებს არმენ ჯიგარხანიანი და კახი კავსაძე შეასრულებენ.
ფილმი ქართულ-ოსურ ურთიერთობებზეა. მოქმედება კი მასში გამოგონილი სახელწოდების მქონე სოფლებში ქართულ სოფელ ტილში და ოსურ სოფელ ტოლში ხდება. სცენარის მიხედვით, ქართულ და ოსურ სოფელს მდინარე ყოფს, რომელზეც საზღვარი გადის.
„ეს სცენარი ოთხი წლის განმავლობაში იწერებოდა. იდეა კი ხუთდღიანი ომის შემდეგ გაჩნდა/ ეს იქნება კომედია იმის შესახებ თუ როგორ ცხოვრობენ მოსაზღვრე რაიონებში ადამიანები, იმაზე თუ როგორ დევნიან ისინი საზღვრის მშენებლებს და აკრძალვების მიუხედავად თუ როგორ დადიან ერთმანეთთან სტუმრად",_ აცხადებს სცენარის ერთ ერთი ავტორი ვლადიმერ გუტნოვი.
ფილმი ეკრანებზე 2015 წელს გამოვა. მაშინ მთავარი როლების შემსრულებლებს არმენ ჯიგარხანიანსა და კახი კავსაძეს 80 წელი შეუსრულდება.