ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს ფრანსის მელიჟეს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს EBRD-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე EBRD-ის აქტიურ მონაწილეობას მუნიციპალური პროექტების განხორციელებაში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად მოხდება იმ პრიორიტეტული პროგრამების შერჩევა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დააფინანსებს.