ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა ,,ელიტა ბურჯის საქმეზე" დაიკითხა. Aამის შესახებ ზოდელევამ ჟურნალისტებთან საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი დაკითხვაზე დაბარება უკავშირდება იმას, რომ მან საქართველოს ტერიტორია არ დატოვოს.
,,საკითხი ეხებოდა ,,ელიტა ბურჯის საქმეს". თავი სურიალისტურ სამყაროში მგონია ვინმე ,,რემენა", კანონიერი ქურდები თავისუფლად შედიან და გამოდიან ამ ქვეყანაში ხოლო მე პრობლემა მაქვს, რადგან როცა საქმიანი ვიზიტის საზღვარგარეთ დაგეგმა ხდება, მაშინ ხდება ჩემი დაბარება და დაკითხვა. Aამ შემთხვევაშიც ამასთან გვაქვს საქმე", _განაცხადა ზოდელავამ. A
შეგახსენებთ, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა მოწმის სტატუსით შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოში 11:00 საათიდან იკითხებოდა.