პროკურატურა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საპელაციოში გაასაჩივრებს.
,,მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა იყო საფუძვლიანი, ის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სამოტივაციო წერილის ნაწილის გაცნობის შემდეგ, ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა პროცესი დასრულების შემდეგ პროკურორმა გიგა მელაძემ.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ თბილისი ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებას თავად უგულავა სოციალურ ქსელში ეხმიანება.
,,მოვიგე სასამართლო. პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეხლა მარტო იმიტომ წავალ კიშინოვში, რომ დავბრუნდე", _წერს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა გიგი უგულავასთავის 50 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებასა და პირადობის მოწმობისა და პასპორტის საგამოძიებო ორგანოსთვის ჩაბარების ვალდებულებას ითხოვდა.