მთავრობა კულტურის პოლიტიკის შემუშავებაში არასამთავრობო სექტორს ჩართვას სთავაზობს. როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია აღნიშნული, სამინისტრო მიმართავს დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩაერთონ კულტურის პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
„ამასთან დაკავშირებით 2014 წლის 9 ივლისს, 12:00 საათზე სამინისტროში გაიმართება კულტურის პოლიტიკის შემუშავების გეგმის პრეზენტაცია, სადაც სამინისტრო გააფორმებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს არასამთავრობო ორგანიზაციებთან"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.