სასამართლომ თბილისი ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებას თავად უგულავა სოციალურ ქსელში ეხმიანება.
,,მოვიგე სასამართლო. პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ახლა მარტო იმიტომ წავალ კიშინოვში, რომ დავბრუნდე", _წერს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა გიგი უგულავასთავის 50 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებასა და პირადობის მოწმობისა და პასპორტის საგამოძიებო ორგანოსთვის ჩაბარების ვალდებულებას ითხოვდა.