კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლის არტ-გალერეაში 12 წლის ქართველი მხატვრის გიორგი მერაბიშვილის გამოფენა მოეწყო. „პირველი ნაბიჯი" - ასეთია ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იმ ნამუშევრების სახელწოდება, რომლებმაც გამოფენაზე მისული 200-მდე ადამიანის დიდი მოწონება დაიმსახურა.
გიორგი მერაბიშვილი ქალაქ მოსკოვში დაიბადა. მშობლების თქმით, მან ხატვა 2 წლის ასაკში დაიწყო. ლამის პროფესიად ქცეული ბავშვური გატაცება ახალგაზრდა ქართველი ბიჭისთვის ერთადერთი გატაცება არ არის. გიორგი არაჩვეულებრივად უკრავს გიტარაზე, პიანინოსა და დასარტყამ ინსტრუმენტებზეც. თუმცა ამ დროისათვის ყველაზე მეტად მაინც მხატვრობით არის დაკავებული.