სწორი გადაწყვეტილება ჯილდოს ღირსია - ამ სლოგანის ქვეშ „თეგეტა მოტორსი" დღეს ახალ აქციას იწყებს. ყველა მომხმარებელს, ვინც „თეგეტა მოტორსის" ცენტრებში Shell Helix-ის საავტომობილო ძრავის ზეთს შეიძენს, ჯილდოს სახით, ექსკლუზიური საჩუქარი - შელის დაბრენდილი მეხსიერების ბარათი გადაეცემა.
აქციის მიზანი ერთგული მომხმარებლების წახალისებაა და კომპანია, ამგვარი გზავნილით, მოწონებას გამოხატავს იმ მომხმარებლების მიმართ, ვინც აკეთებს სწორ არჩევანს და საკუთარ ავტომობილში პრემიუმ ხარისხის საავტომობილო ზეთს - Shell Helix-ს იყენებს.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი საჩუქარს ექსკლუზიურად „თეგეტა მოტორსის" ცენტრებში მიიღებს, სულ მცირე 5 ლიტრი დაფასოებული ან ჩამოსასხმელი Shell Helix-ის ზეთის შეძენის შემთხვევაში. აქცია ვრცელდება ფიზიკურ პირებზე.
Shell Helix-ის ზეთი ასუფთავებს ავტომობილის ძრავს. Shell მსოფლიოში წამყვანი პრემიუმ კლასის საავტომობილო ზეთია, რომელიც Ferrari-სთან 60 წლიანი ტექნიკური პარტნიორობა აკავშირებს.
შელის ისტორია უკვე 100 წელზე მეტს ითვლის და დღეს ის მსოფლიო ნავთობის წარმოების ლიდერია. შელის საცხებ-საპოხი მასალების პორტფოლიო მოიცავს ისეთ პროდუქტებს როგორებიცაა Shell Helix, Shell Rimula, Shell Gadus, Shell Tellus, და სხვ. კომპანიის წამყვანი კვლევითი ცენტრები განთავსებულია გერმანიაში, იაპონიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
1947 წელს, როდესაც მარანელოს ფერარის ქარხნის კარიბჭე პირველმა ფერარიმ დატოვა, ის შელის ზეთებით იყო დაცული. „შელი" Ferrari-ის უცვლელი პარტნიორია ფორმულა 1-ის რბოლების დროს.