2 ივლისს, 20:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ახალგაზრდა ნიჭიერი ჯაზმენი პაპუნა შარიქაძე და წარმატებული ჩელისტი ლიზი რამიშვილი საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ. კონცერტში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ახალგაზრდა ქართველი ვირტუოზი - ბექა გოჩიაშვილიც ეწვევა ამერიკიდან.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება კონსერვატორიის სტუდენტის, ნინო ჩიქოვანის დახმარების ფონდში და მოხმარდება მის მკურნალობას.
მომღერალი და ბალერინა ნინო ჩიქოვანი მძიმე სენითაა დაავადებული (თავის ტვინის არტერიო-ვენური მალფორმაცია) და საჭიროებს ძვირადღირებულ ოპერაციას.
საქველმოქმედო კონცერტის ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 20 ლარია. მსურველებს ბილეთების შეძენა 26 ივნისიდან თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სალაროში შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები