საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2 ივლისს, 12:00 საათზე, „საქართველოს ბანკის" სათაო ოფისში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია მოეწყობა.
თბილისის მე-6 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. წელს მაყურებელი საქართველოს სახელმწიფო და დამოუკიდებელი თეატრების 40 სპექტაკლს, კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნებიდან კი თურქეთის, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის თეატრების სპექტაკლებს იხილავს.
მასალის გამოყენების პირობები