რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ აშშ საფრანგეთზე ზეწოლად ახორციელებს, იმისათვის, რომ „მისტრალის" ტიპის ავიამზიდების რუსეთისათის გადაცემის საკითხი ჩაშალოს. პუტინის თქმით, „მისტრალთაგან" ერთ -ერთის განთავსებას რუსეთი ყირიმში გეგმავს.
„ჩვენ ვიცით იმ ზეწოლის შესახებ, რომელსაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები საფრანგეთზე ახორციელებენ იმ მიზნით, რომ რუსეთში „მისტრალების" მიწოდებას შეუშალონ ხელი. იმის შესახებაც კი ვიცით, რომ მათ მიანიშნეს, რომ თუ საფრანგეთი რუსეთს „მისტრალებს" არ მიაწოდებს ბანკებიდან ნელ ნელა მოხსნიან სანქციებს ან მათ მინიმიზირებას მოახდენენ.
რა არის ეს თუ არა შანტაჟი? განა შეიძლება ასე მუშაობა საერთაშორისო არენაზე?",_ იკითხა პუტინმა და აღნიშნა, რომ ის რაც ახლა ფრანგულ ბანკებთან დაკავშირებით ხდება სხვა არაფერის გარდა აღშფოთებისა ევროპასა და რუსეთში არ იწვევს.