რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედს გამოთქვამს, რომ დასავლეთი თავს დაანებებს სხვა ქვეყნებისათვის თავის პრინციპების თავზე მოხვევას და ამით პლანეტის „დიდ ყაზარმად" გადაქცევას. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„იმედი მაქვს, რომ პრაგმატიზმი გაიმარჯვებს. დასავლეთი ჩამოიშორებს ამბიციას „მსოფლიო ყაზარმის" მოწყობის შესახებ - ყველა ჩამოამწკრივოს და ყველას ერთიანი ქცევის წესი და საზოგადოებრივი ცხოვრების წესი უკარნახოს",_ განაცხადა პუტინმა და აღნიშნა: „იმედი მაქვს დასავლეთი დაწყებს ურთიერთობების შენებას თანასწორუფლებიანობის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთინტერესების გათვალისწინების საფუძველზე".
მასალის გამოყენების პირობები