ბოევიკების მიერ დონეცკის მილიციის სამმართველოს შენობის იერიშისას დაიღუპა ერთი სამართალდამცავი. ორი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტრო ავრცელებს.
„ტერორისტებმა დონეცკის მილიციის სამმართველოს შენობის იერიში დაიწყეს. სამართალდამცავებმა გენერალ კონსტანტინ პოჟიდაევის მეთურობით შენობაში ბარიკადები აღმართეს და შეტევას იგერიებენ. მილიციის მხრიდან დაღუპულია ერთი და დაჭრილია ორი ადამიანი",_ ნათქვამია უკრაინის შს სამინისტროს მიერ გავრცელებუ განცხდებაში.