უკრაინა რეალური ომის მდგომარეობაში იმყოფება. ეს განცხადება უკრაინის პრემიერმა არსენი იაცენიუკმა გააკეთა. მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომი სამ სხვა და სხვა სფეროში მიმდინარეობს: სამხედრო, ეკონომიკურ და საინფორმაციო სფეროებში. ეს განცხადებები მან კიევში გააკეთა.
„სიმართლე უპირველეს ყოვლისა მილიონობით უკრაინელს სჭირდება. მით უფრო ამ რთულ დროს, როდესაც უკრაინა იმყოფება რეალური ომის მდგომარეობაში: მილიტარული ომის, ეკონომიკური ომის, გამოუცხადებელი ომის და ძალიან ეფექტურად მოქმედი - საინფორმაციო ომის პირობებში",_ განაცხადა იაცენიუკმა და აღნიშნა, რომ საინფორმაციო ომს ძალიან დიდი გავლენა აქვს როგორც უკრაინის შიგნით ასევე გარეთაც.
"როდესაც თეთრზე ჩვენი აღმოსავლელი მეზობლები ამბობენ, რომ შავია, როდესაც 80 -ანი წლების პროპაგანდა მხოლოდ ყვავილად გეჩვენება იმასთან შედარებით, რასაც დღეს მეზობელი სახელმწიფოს არხები აჩვენებენ", - აცხადებს იაცენიუკი.