დონეცკის ოლქში ავტობუსი დაცხრილეს. დაღუპულია 4 ადამიანი, ხუთი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„დღეს დილით კრამატორსკში სამგზავრო ავტობუსი ცეცხლის ქვეშ მოხვდა. ოთხი ადამიანი დაიღუპა და ხუთი მძიმედ დაიჭრა. დაზარალებულები საავადმოფოში არიან მოთავსებულნი",_ ნათქვამია უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და იქვე აღნიშნულია, რომ დამატებითი დეტალები აღნიშნული ინციდენტის შესახებ ცნობილი არ არის.