უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გააუქმა და უკრაინის მოსახლეობას მიმართა. პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, ნაციონალური გვარდია, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის და უსაფრთხოების სამსახური არ არის ვალდებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეასრულოს. თითოეულმა მათგანმა შესაბამისი ბრძანებები უკვე მიიღეს.
„ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის რეჟიმი ამოიწურა. სიტუაციის დარეგულირების მიზნით დონბასში ეს ნაბიჯი პირველად 20 ივნისს გადაიდგა. 27 ივლისს უკრაინამ ეს ნაბიჯი კიდევ სამი დღით გაახანგრძლივა. თუმცა უნიკალური შანსი მშვიდობის დასამყარებლად რეალიზებული ვერ იქნა. ეს ბოევიკების დამნაშავეობრივი ქმედებების გამო მოხდა.
მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ არც სამშვიდობო გეგმის რეალიზება უნდოდათ და არც ცეცხლის შეწყვეტა.
მათ დემონტრაციულად ასზე უფრო მეტჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გაუქმდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარის გამოყენების საშუალება დადებითი თუმცა სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.
სიტუაციის დეესკალაციის კონკრეტულ ნაბიჯებს ვერა და ვერ მივაღწიეთ.
უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის შემდედ მე როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მივიღე გადაწყვეტილება არ გავახანგრძლივო ცეცხლის შეწყვეტის ცალმხრივი რეჟიმი.
უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვა მოითხოვს არა მხოლოდ თავდაცვით, არამედ თავდასხმით მოქმედებებს ბოევიკების წინააღმდეგ.
უკრაინელი სამხედროები ამიერიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმით შეზღუდულნი არ არიან.
ჩვენ შეტევაზე გადავალთ და ჩვენს მიწას დავიცავთ და გავათავისუფლებთ.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაუხანგლიველობა ჩვენი პასუხია ტერორისტებს.
უკრაინელი სამხედროები არასოდეს თავს უფლებას არ მისცემენ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენონ. ისინი არასოდეს შეეხებიან საცხოვრებელ კვარტლებს",_ ნათქვამია პოროშენკოს მიმართვაში.