დღეს, 26 მარტს, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა რეგიონებში საარჩევნო სიების მონიტორინგის შედეგებს გამოაქვეყნებს და სიებში აღმოჩენილ უზუსტობებზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.
გიორგი ახვლედიანის განცხადებით, სიებში აღმოჩენილი დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რეგიონებზე მოდის. განსაკუთრებით მძიმე ვითარება კი ქუთაისშია.
"ჩვენ დღეს საზოგადოებას გავაცნობთ კონკრეტულად ქუთაისში არსებულ საკმაოდ რთულ ვითარებას. იქ ფაქტობრივად არარსებული 60-ზე მეტი კორპუსი არის სიაში რეგისტრირებული და რა თქმა უნდა ამის გამო იქნება ძალიან კონკრეტული მოთხოვნა ცესკოს მიმართ, რომ ეს ხარვეზი იქნეს გამოსწორებული", _ აცხადებს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი.
მასალის გამოყენების პირობები