ტერორისტები უკრაინელი სამხედროების იერიშს განაგრძობენ. მათი იერიშის შედეგად უკვე მოკლულია ერთი უკრაინელი სამხედრო და დაჭრილია ხუთი. განცხადება ამის შესახებ სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ტიმჩუკმა გააკეთა.
მისი ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე ბოევიკებმა იერიში რამდენჯერმე მიიტანეს.
„სლავიანსკთან ახლოს მდებარე უკრაინელი სამხედროების პოზიციები ორჯერ დაცხრილეს. ამ შემთხვევაში მსხვერპლი არ იყო. დონეცკის ოლქში მომხდარი ბოევიკების თავდასხმის დროს სამი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა. ანტიტერორისტულ ძალებზე კრივოი ლუკასთან მომხდარ თავდასხმის დროს დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო. ლუგანსკის ოლქში მომხდარი თავდასხმის დროს დაჭრილია ორი სამხედრო,_ განაცხადა მან.